Accessibility links

დააკავეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა და კიდევ რამდენიმე პირი


სამართალდამცველებმა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. იგი ხელმძღვანელობდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებუ გახმაურებულ რეიდს, რომლის დროსაც ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დაიღუპა. გასულ კვირას ირაკლი ფირცხალავასთან ერთად დააკავეს ასევე შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე, თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი და კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი. ინფორმაცია ირაკლი ფირცხალავას დაკავების შესახებ დაადასტურა მისმა ადვოკატმა კახა შონიამ. ირაკლი ფრიცხალავს სახელი სახალხო დამცველმა უჩა ნანუშავილმაც ახსენა და განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა.

XS
SM
MD
LG