Accessibility links

logo-print

საფრანგეთი და გერმანია აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღმოსავლეთ უკრაინაში „ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტა“ მოითხოვეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული ფორმირებების იერიშების გააქტიურებას შეეხებოდა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა წუხილი გამოხატეს მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის უშედეგოდ დასრულების გამო. უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტთა ფორმირებებს შორის საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრი ქალაქი დებალცევოა, სადაც მეამბოხეები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის არმიის დაჯგუფება. 1 თებერვალს შეტაკებებში 13 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 20 - დაიჭრა. დონბქასისი რეგიონის სხვადასხვა დასახლებული პუნქიტის დაბომბვის შეგდეგად, რაშიც კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ, წუხელ 17 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG