Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანს შეხვდება


გერმანიის კანცლერი 2 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება უნგრეთს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება. ბერლინის ინფორმაციით, მერკელი და მისი მასპინძელი „ორმხრივ ურთიერთობებზე, ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, უნგრეთში შექმნილ ვითარებასა და აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ“. უნგრეთში ანგელა მერკელი ჩადის ორი კვირით ადრე, ვიდრე ბუდაპეშტში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ვიზიტი იგეგმება. 1 თებერვალს ბუდაპეშტის ცენტრში პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც მოითხოვდნენ ქვეყნის რუსეთის ორბიტისგან ჩამოშორებას და ევროკავშირში დარჩენას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, თუმცა, დასავლეთში უნგრეთის ლიდერს მკაცრად აკრიტიკებენ მისი პრორუსული გამოთქმების გამო. ივლისის სიტყვაში ორბანმა განაცხადა, რომ მას სურს უარი თქვას ლიბერალურ დემოკრატიაზე „არალიბერალური მმართველობის“ სასარგებლოდ, რომლის მაგალითსაც რუსეთი და თურქეთი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG