Accessibility links

დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლება დიდ მობილიზაციას იწყებს


თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება აპირებს 100 ათასი კაცის მობილიზებას უკრაინის არმიის წინაღმდეგ საბრძოლველად. ზახარჩენკოს თქმით მობილიზაცია 11 დღის შემდეგ დაიწყება და გაწვეული მამრობითი სქესის მოქალაქეები ერთი თვის განმავლობაში გაივლიან სამხედრო მომზადებას. სამობილიზიაციო გეგმის თანახმად, თვითმარქვია დონეცკის ხელისუფლება სამი მოტომსროლელი ბრიგადის დაკომპლექტებას გეგმავს. დღესვე ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მანამ არ გაიმართება, სანამ კიევი ოფიციალურ წარმომადგენელს არ დანიშნავს,.

XS
SM
MD
LG