Accessibility links

logo-print

პროკურატურამ მძიმე დანაშაულში წაუყენა ბრალი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს


პროკურატურამ განზრახ მკველელობის ორგანიზების, მტკიცებულებათა გაყალბების და განზრახ მკვლელობაში მონაწილეობის მუხლებით ბრალი წაუყენა ე.წ. „კორტების საქმეზე“ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს. „ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის მონაწილე, კრიმინალური დეპარტემენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალავს მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულების მიზნით მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები. სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით“, - აღნიშნა ბრიფინგზე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ. ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა თბილისში 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ გახმაურებულ რეიდს, რომლის დროსაც პოლიციის სპეცრაზმისგან გახსნილი ცეცხლის შედეგად ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დაიღუპა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კანონის სამი მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG