Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი პეკინში ჩინელ და ინდოელ კოლეგებს ხვდება


პეკინში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. რუსი მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გლობალურ უსაფრთოხებაზე, კერძოდ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსა“ და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გარშემო ისაუბრებენ. სერგი ლავროვი და მისი კოლეგები სუშმა სვარაჯი და ვანი ი იმსჯელებენ ასევე ინდოეთის სურვილზე, შეუერთდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რასაც მოსკოვი და პეკინი მხარს უჭერენ. ჩინეთიდან ლავროვი 3 თებერვალს თურქმენეთს ესტუმრება.

XS
SM
MD
LG