Accessibility links

7 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შემდეგ


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი პოლიციელი დაიღუპა 1 თებერვლის საღამოს შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ ყანდაარის პროვინციის მაივანდის რაიონში პოლიციის საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. კიდევ სამი პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა ჰერათის პროვინციაში გაშთი შარიფის რაიონის პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობის ცნობით თავდასხმის შემდეგ ერთი პოლიციელი გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG