Accessibility links

logo-print

ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში აპრილში გაიმართება


ალექსანდრ ლუკაშენკო აპრილში გეგმავს საქართველოში ვიზიტსა და ქართველ კოლეგასთან შეხვედრას, - ამის თაობაზე ბელორუსიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა ორშაბათს მინსკში, ბელორუსიისა და საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე განაცხადა. „ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა, საქართველოში აპრილში გაიმართება“, - მოჰყავს ბელორუსი მინისტრის სიტყვები სააგენტო „ინტერფაქსს“. 2 თებერვლის სამთავრობათაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების ნაბიჯებზე, რადგან, როგორც აღინიშნა, არსებული დონე არ შეესაბამება ორი სახელმწიფოს პოტენციალს.

XS
SM
MD
LG