Accessibility links

logo-print

ჟურნალისტი პიტერ გრისტი კოლეგების განთავისუფლებისათვის იბრძოლებს


ავსტრალიელი ჟურნალისტი პიტერ გრისტი, რომელიც ეგვიპტის ციხიდან 1 თებერვალს განთავისუფლდა, აპირებს, რომ მიაღწიოს ციხეში მყოფი მისი ორი კოლეგის განთავისუფლება, რომლებიც ასევე იხდიან სასჯელს მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ მხარდაჭერის ბრალდებით. პიტერ გრისტმა, ტელეკომპანია „ალ ჯაზირის“ ავსტრალიელი ჟურნალისტი 2013 წლის დეკემბერში, მის ორ კოლეგასთან მოჰამედ ფამისთან და ბაჰირ მოჰამედთან ერთად ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ალ ჯაზირა მიესალმა გრისტი განთავისუფლებას და განაცხადა, რომ არ „გაჩერდება მანამ, სანამ ბაჰირისა და მოჰამედის გათავისუფლებასაც არ მიაღწევს.“ მათ 7 და 10 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. 2013 წელს, ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტის, აკრძალული პარტია „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერის მოჰამედ მორსის დამხობის შემდეგ ალ ჯაზირის ჟურნალისტებს ისლამისტებთან კოლაბორაციონიზმში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG