Accessibility links

logo-print

გერმანია არ აპირებს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას


ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია არ აპირებს იარაღის მიწოდებას უკრაინისათვის. ამასთან გერმანიის კანცლერმა ცეცხლის დაუყოვნებლად შეწყვეტისაკენ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს. ბუდაპეშტში 2 თებერვალს მყოფმა მერკელმა მხარი დაუჭრია კონფლიქტის მოწესრიგების დიპლომატიურ ძალისხმევას და განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრა „სამხედრო გზით შეუძლებელია“. პეკინში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგის გამართვა სეპარატისტთა ლიდერებსა და კიევს შორის.

XS
SM
MD
LG