Accessibility links

კაიროს სასამართლომ ძალაში დატოვა მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერთა სიკვდილით დასჯა


ეგვიპტის სასამართლომ ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც აკრძალული ჯგუფის, მუსლიმთა საძმოს 183 მხარდამჭერს აქვს მისჯილი. სასამართლომ დეკემბერში წინასწარი განაჩენები გამოუტანა 188 განსასჯელს, მასობრივ პროცესზე, რომელზეც იხილავდნენ 2013 წლის აგვისტოში, პოლიციის სადგურზე იერიშის შედეგად 11 პოლიციელის მოკვლის საქმეს. იერიში მას შემდეგ მოხდა, რაც სამხედრო ძალებმა ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის ჩამოგდებას, 2013 წლის ივლისში. 2 თებერვალს გამართულ პროცესზე სასამართლომ ერთ-ერთ არასრულწლოვანს სიკვდილით დასჯის განაჩენი შეუცვალა ათწლიანი პატიმრობით, გაამართლა ორი განსასჯელი და გააუქმა ორი აწ უკვე გარდაცვლილი განსასჯელისთვის წაყენებული ბრალდებები. დღეს გამოტანილი ვერდიქტი ექვემდებარება გასაჩივრებას.

XS
SM
MD
LG