Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სეპარატისტების ლიდერი: გამოვიყვანთ 100,000 მებრძოლს


აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების ლიდერი აცხადებს, რომ აპირებს 100 ათასი კაცის მობილიზებას, მთავრობის ჯარებთან ბრძოლის გასააქტიურებლად, ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო აცხადებს, რომ მებრძოლების გამოძახება 10 დღეში დაიწყება. ზახარჩენკოს განცხადებას ერთი თვით უსწრებდა წინ უკრაინის პარლამენტის მიერ ჯარში 100,000 სამხედროს მასობრივი გაწვევის დამტკიცება, 2015 წლისთვის. ეს ნაბიჯი ასევე ითვალისწინებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის დაწესებული მაქსიმალური ასაკის გაზრდას 25-დან 27 წლამდე.ბოლო კვირებში გამძაფრდა ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში. ვითარების განმუხტვის იმედი გაქრა მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ჩაიშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG