Accessibility links

logo-print

ლავროვი: ობამას განცხადებები ადასტურებს, რომ უკრაინაში „გადატრიალებას“ აშშ უჭერდა მხარს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ეხებოდა უკრაინის შარშანდელი კრიზისის განმუხტვის თაობაზე საერთაშორისო შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ზურგს უმაგრებდა უკრაინაში მომხდარ „გადატრიალებას“ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ტელეკომპანია CNN-ის მიერ 1 თებერვალს ნაჩვენებ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის მხრიდან ჩარევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ვლადიმირ პუტინისთვის მოულოდნელი ვითარება - ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა „ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინაში ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმება შევიმუშავეთო.“ როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას 2 თებერვალს უთხრა, ობამას განცხადებები ეხებოდა კრიზისის გადაწყვეტის მიზნითაშშ-ის მიერ გატარებულ მცდელობას 2014 წლის 21 თებერვლის წინ - როცა იანუკოვიჩმა და უკრაინის მაშინდელმა ოპოზიციამ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ითვალისწინებდა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებას და დეკემბრისთვისსაპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. იანუკოვიჩმა, რომელმაც კიევში მასობრივი აქციები გამოიწვია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე უარით, ხელისუფლება დატოვა და რუსეთს მიაშურა ამ შეთანხმების გაფორმებიდან მოკლე დროში. პეკინში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა 2 თებერვალს თქვა, ობამას განცხადებები ადასტურებს, რომ აშშ თავიდანვე იყო ჩართული ანტი-სამთავრობო გადატრიალებაში, რომელსაც ობამა ნეიტრალურად „ხელისუფლების გადაცემას“ უწოდებსო. ლავროვს არ აუხსნია კონკრეტულად როგორ ადასტურებს ობამას სიტყვები მის განცხადებებს.

XS
SM
MD
LG