Accessibility links

logo-print

აშშ განიხილავს კიევისთვის "თავდაცვითი ლეტალური დახმარების" გაწევის საკითხს


აშშ განიხილავს უკრაინის მთავრობისთვის ე.წ. „თავდაცვითი ლეტალური დახმარების“ მიწოდებას. ეს დახმარება მოიცავს ანტი-სატანკო, ანტი-საჰაერო და ანტი-ნაღმსატყორცნ სისტემებს. თეთრი სახლის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე თავიდან „ნიუ იორკ ტაიმსში“ დაიწერა. გაზეთის თანახმად, ნატოს გენერალი ფილიპ ბრიდლავი მხარს უჭერს ახალ ლეტალურ დახმარებას და აგრეთვე - სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარტინ დემპსი და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სიუზან რაისი მზად არიან იდეის განხილვისთვის. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა „სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა მხარს უჭერს უკრაინისთვის თავდაცვითი ლეტალური დახმარების მიწოდებას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი კვლავაც ცდილობს შეაფასოს რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯეს რუსეთის მთავრობის მხრიდან.

XS
SM
MD
LG