Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება საომარი დაპირისპირება


უკრაინის აღოსავლეთში გრძელდება საომარი დაპირისპირება. ორშაბათს დონეცკის ოლქში სეპარატისტები უტევდნენ უკრაინის არმიის პოზიციებს დასახლებული პუნქტების - რედკოდუბის, ცენტრალნისა და ჩერნუხინოს მიდამოებში. ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ცეცხლი დაუშინეს დასახლებულ პუნქტებს - სევერნოეს, პესკის, ავდეევკას, ტონენკოეს, ოპიტნოეს, ვოდიანოეს, გრანიტნოესა და ბოგდანოვკას. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, დონეცკში დაიღუპა სისხლის გადასხმის სადგურის მძღოლი, ექიმი კი დაიჭრა. ლუგანსკის ოლქში სეპარატისტები ნაღმსატყორცნებიდან, ტანკებიდან და „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან ცეცხლს უშენდნენ კრიმსკოეს, ტოშკოვსკოეს, კრიაკოვკას, ლუგანსკაიას, ნიჟნეესა და ნოვოტოშკოვსკოეს. დაიბომბა დასახლებული პუნქტები მარიუპოლის ახლოს. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ალექსანდრ ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკიმ განაცხადეს, რომ ემხრობიან კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, თუმცა, მზად არიან თავიანთი მეომრები მხოლოდ იმ პოზიციებზე შეაჩერონ, რომლებიც ახლა უკავიათ. ორშაბათს ზახარჩენკომ განაცხადა აგრეთვე 10 დღეში საყოველთაო მობილიზაციის დაწყების შესახებ. ამ განცხადებიდან მალევე რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა განაცხადა, რომ ქმნის დამატებით, მეცამეტე „ჰუმანიტარულ ავტოკოლონას“.

XS
SM
MD
LG