Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალ-ჯაზირის" კორესპონდენტმა უარი თქვა ეგვიპტის მოქალაქეობაზე ციხიდან გამოსვლის იმედით


ტელეკომპანია „ალ-ჯაზირის“ ჟურნალისტმა, მუჰამად ფაჰმიმ, რომელიც ეგვიპტეშია დაპატიმრებული, უარი თქვა ეგვიპტის მოქალაქეობაზე პატიმრობიდან გათავისუფლების იმედით. მას კანადის მოქალაქეობაც აქვს. ფაჰმის ძმის განცხადებით, ჟურნალისტს შესთავაზეს, რომ შეუძლია საპატიმრო დატოვოს, თუ უარს იტყვის ეგვიპტის მოქალქეობაზე. „ალ-ჯაზირის“ ინფორმაციით, ფაჰმის რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. მაგრამ გაურკვეველი რჩება, რა ბედი ელის ფაჰმის კოლეგა ბაჰერ მუჰამადს, რომელიც ასევე პატიმრობაშია. ის მხოლოდ ეგვიპტის მოქალაქეა. მათი ავსტრალიელი თანამშრომელი, პიტერ გრისტი 1 თებერვალს გამოუშვეს, ციხეში 400 დღის შემდეგ. სამივე ჟურნალისტი ეგვიპტეში 2013 წლის დეკემბერში დააკავეს, ხოლო 2014 წლის ივნისში დამნაშავედ სცნეს ტერორიზმისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით. მათ 7-10 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. სამივე უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG