Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოში ჩასვლას აპირებს


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აპირებს, აპრილში ეწვიოს საქართველოს. ამის შესახებ ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა განაცხადა 2 თებერვალს, ბელორუსია- საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე. ცნობების თანახმად, საქართველოს საგარეო უწყებამ დაადასტურა ვიზიტზე ცნობა და აღნიშნა, რომ სამინისტრო უკვე ემზადება თბილისში ლუკაშენკოს მისაღებად. ბელორუსიის ლიდერი ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს კრემლს და მის დომინანტურ როლს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, რომელიც აერთიანებს ბელორუსიას, რუსეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და სომხეთს.

XS
SM
MD
LG