Accessibility links

ჰააგაში დაფუძნებულ სასამართლოში აცხადებენ ვერდიქტს ხორვატიისა და სერბიის სარჩელებზე


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ამ წუთებში აცხადებს გადაწყვეტილებას ხორვატიისა და სერბიის სარჩელებზე გენოციდის შესახებ. მთავარმა მოსამართლემ, პეტერ ტომკამ უკვე დაიწყო ვერდიქტის წაკითხვა ჰააგაში მდებარე მშვიდობის სასახლეში - ეს ვერდიქტი, სერბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ივიცა დაჩიჩის შეფასებით, შესაძლოა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყოს ხორვატიასთან სერბიის ორმხრივი ურთიერთობისათვის. ზაგრებმა 1999 წელს შეიტანა საჩივარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ის სერბიას ადანაშაულებს გენოციდში, 1991-95 წლებში ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს, ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. ხორვატია აცხადებს, რომ სერბია დამნაშავეა ეთნიკურ წმენდაში, რასაც გენოციდის ფორმად მოიხსენიებს. ბელგრადმა საპასუხოდ 2010 წელს შეიტანა სარჩელი და აცხადებს, რომ 200 000-მდე სერბს აიძულეს ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ, რაც ხორვატიამ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG