Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლომ უარყო გენოციდის შესახებ ხორვატიისა და სერბიის სარჩელები


ჰააგაში დაფუძნებული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორვატიას და სერბიას არ ჩაუდენიათ გენოციდი 1991-95 წლების ომის დროს, როცა ხორვატია იუგოსლავიას გამოეყო. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლე პეტერ ტომკამ გამოაცხადა ეს ვერდიქტი. ტომკას სიტყვებით, სერბების ქმედების მიზანი იყო არა ეთნიკური ხორვატების “განადგურება“ ხორვატიის რეგიონებში, რომლებზე პრეტენზიასაც სერბები აცხადებდნენ, არამედ მათი განდევნა ძალის გამოყენებით. ამავე სასამართლოს ვერდიქტით, ვერც სერბიამ დაადასტურა, რომ გენოციდი იქნა ჩადენილი სერბული მოსახლეობის წინააღმდეგ ხორვატების 1995 წლის სამხედრო კამპანიის დროს, როცა მიზანი იყო კონტროლის აღადგენა სერბი მეამბოხეების ხელში მყოფ ტერიტორიაზე. ზაგრებმა 1999 წელს შეიტანა საჩივარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, სერბიისაგან კომპენსაციის მოთხოვნით. ბელგრადმა საპასუხოდ 2010 წელს შეიტანა სარჩელი, ხორვატიის ტერიტორიიდან 200 000-მდე სერბის გაძევებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG