Accessibility links

გაერო: უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა 5350-ს გადააჭარბა


გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, ზეიდ რაად ალ ჰუსეინი აცხადებს, რომ 5358-ს გადააჭარბა აღმოსავლეთ უკრანაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. ალ ჰუსეინი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეაჩერონ უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის პოტენციურად „კატასტროფული“ გამწვავება. ზეიდ რაად ალ ჰუსეინის 3 თებერვალის განცხადებით, ბრძოლების გააქტიურებამ იანვრის ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეიწირა, სულ ცოტა, 224 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 545. გაეროს წარმომადგენელი მოუწოდებს მთავრობებსა და ყველას, ვისაც რაიმე გავლენა აქვს რეგიონში, მიმართონ ზომებს, რათა სრულად იქნეს დაცული მინსკში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება.

XS
SM
MD
LG