Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი: აშშ უახლოეს ხანში არ აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას


შეერთებული შტატები უახლოეს პერიოდში არ აპირებს უკრაინის მთავრობისათვის იარაღის მიწოდებას, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ამჟამად მოქმედი სანქციები მიაჩნია საუკეთესო საშუალებად უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ბენ როდსმა. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, როდსმა აღნიშნა, რომ დამატებითი იარაღის შეტანა არ არის საუკეთესო საშუალება კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. მანამდე გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს კიევისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG