Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰუმან რაითს უოჩის" ვარაუდით, უკრაინაში სეპარატისტებმა მოაწყეს ორი იერიში, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა


უფლებადამცველ ორგანიზაცია "ჰუმან რაითს უოჩის" მონაცემებით, უკრაინაში, როგორც ჩანს, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა განახორციელეს ორი სარაკეტო იერიში, რომელთა შედეგადაც იანვარში დაიღუპა 40-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილზე ჩატარებული გამოძიება როგორც მიანიშნებს, 13 იანვარს მეამბოხეებმა დაუშინეს რაკეტები ავტობუსს ქალაქ ვოლნოვახაში, სადაც სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა, და ასევე მეამბოხეებმა განახორციელეს სარაკეტო იერიში აზოვის ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლზე 24 იანვარს. იქ, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა. "ჰუმან რაითს უოჩი" აცხადებს ასევე, რომ სავარაუდოდ მთავრობის ჯარებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დონეცკზე 13 იანვრის სარაკეტო თავდასხმაზე, რომელმაც ორი სამოქალაქო პირი შეიწირა.

XS
SM
MD
LG