Accessibility links

logo-print

საქართველოში ბრალი წარუდგინეს ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს


საქართველოში ბრალი წარუდგინეს 2006 წელს 2 მაისს თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ პირებს. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინა ბრალი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ფირცხალავას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2 თებერვალს გამოაცხადა გახსნილად ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმე და დააკავა 11 პირი, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. დაკავებულების უმრავლესობას ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

XS
SM
MD
LG