Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექვსი პოლიციელი მოკლეს


ავღანეთში ექვსი პოლიციელი მოკლეს. მათგან ორი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გაჰში, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაიჭრა ხუთი პოლიციელი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ასევე სამხრეთში მდებარე ორუზგანის პოლიციაში კი ოთხი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა ათობით თალიბი ექსტრემისტის თავდასხმის შედეგად. თალიბებს გააქტიურებული აქვთ ბრძოლა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და მისმა მოკვაშირე ქვეყნებმა 2014 წლის მიწურულს დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში და ადგილობრივმა სამხედროებმა ჩაიბარეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG