Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყსა და სირიაში საჰაერო დარტყმები მიიტანეს „ისლამური სახელმწიფოს“ 14 პოზიციაზე


შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საჰაერო დარტყმები მიაყენეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 14 პოზიციას ერაყსა და სირიაში. ოპერაციის ხელმძღვანელობის ცნობით, ერაყის რამდენიმე ქალაქთან განხორციელებული იერიშები მიმართული იყო ტაქტიკური შენაერთებისა და ავტომანქანების წინააღმდეგ. სირიაში კი ორი საჰაერო იერიში მიიტანეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტაქტიკური შენაერთებზე ქალაქ კობანის მახლობლად. ამასობაში, ქურთმა ოფიციალურმა პირებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ქურთების მოკავშირე მებრძოლებმა დაიპყრეს ქალაქ ქობანის გარშემო მდებარე სოფლები, რომლებსაც ექსტრემისტები აკონტროლებდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა შარშან სექტემბერში ჩაიგდეს ხელში ქობანის დიდი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორიები, რის გამოც ათიათასობით ქურთს მოუხდა მეზობელ თურქეთში გაქცევა. ქურთები და მათი მოკავშირეები თვეების განმავლობაში იბრძოდნენ ქობანიზე კონტროლის აღსადგენად, კოალიციის საჰაერო დარტყმების მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG