Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს ცნობებს მისი ორი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე


უკრაინელი ოფიციალური პირები უარყოფენ რუსეთის მომხრე სეპარატისტების განცხადებას უკრაინის ორი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა 3 თებერვალს უარყო ეს ცნობა და დასძინა, რომ სეპარატისტებს არ ჩამოუგდიათ უკრაინის თვითმფრინავი „არც დღეს და არც გუშინ“. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, იგორ პლოტნიტსკიმ თქვა, რომ მისმა ჯარებმა ჩამოაგდეს უკრაინის კუთვნილი, SU-25 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც იყენებენ ხოლმე სახმელეთო ჯარების ბრძოლის მხარდასაჭერად. პლოტნიტსკის ინფორმაციით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. მანამდე დონეცკის ოლქში მებრძოლმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინის მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ქალაქ დებალცევოსთან.

XS
SM
MD
LG