Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება


დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება. პარლამენტი მუშაობას იმ კანონპროექტებზე მსჯელობით იწყებს, რომელთა თავდაპირველი განხილვა საშემოდგომო სესიაზე შედგა. მათ შორისაა "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონპროექტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება. ამ კვირას, სავარადოდ, პარლამენტი ასევე განიხილავს ცესკოს სამ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევას.

XS
SM
MD
LG