Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება


დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასვლელების დასუფთავება და რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალების განთავსება გამოიწვევს პირველ შემთხვევაში 50-ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას. ნარმანიას განცხადებით, დღეს კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობა გადაეცემა ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ მუნიციპალურ კომპანიას და ამით დასრულდება ეს პროცესი, ანუ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული კომპანია გააკონტროლებს და მოვლა-პატრონობას გაუწევს დედაქალაქში არსებულ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს.

XS
SM
MD
LG