Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: უკრაინაში „ძალადობის სპირალი“ უნდა შეჩერდეს


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „ძალადობის სპირალი“ უნდა შეჩერდეს და მან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები დაადანაშაულა ვითარების გამწვავებაში. მისი განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჭურვების დაშენა, სადაც უნდა ხდებოდეს ეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის მძიმე დარღვევაა. მოგერინიმ თავი შეიკავა მკაცრი სიტყვები ეხმარა სეპარატისტების მისამართით, რომლებიც ცდილობენ დაიკავონ ქალაქი დებალცევო, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. „ბრძოლა, რომელიც მოჰყვა სეპარატისტების სისტემატურ იერიშს, კერძოდ დებალცევოს გარშემო, იწვევს ადამიანების ტანჯვას და ძირს უთხრის ყოველგვარ მცდელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ, განაცხადა მოგერინიმ.

XS
SM
MD
LG