Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა რუსეთს მისი ჯარისკაცის გადაცემა ოფიციალურად მოთხოვა


სომხეთმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა, გადასცეს ჯარისკაცი, რომელსაც ბრალად ედება ერთი ოჯახის შვიდი წევრის მოკვლა. ინციდენტი იანვრის დასაწყისში მოხდა სომხეთში, რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გევორქ ქოსტანიანმა მიმართა რუს კოლეგას, იური ჩაიკას, გადაიყვანონ რიგითი ვალერი პერმიაკოვი სომხეთის საპატიმროში. განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც ინტერფაქსმა გაავრცელა თავისი წყაროს ინფორმაცია, რომ პერმიაკოვს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, გიუმრისთან ახლოს გაასამართლებენ. ის იქვე იყო დაკავებული 12 იანვარს და იქვე ჰყავთ საპატიმროში მას მერე, რაც დანაშაული მოხდა და ის დააკავეს. გიუმრიში ინციდენტს სახალხო არეულობა მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემას ითხოვდა. სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზა კრემლის უძლიერესი საყრდენი პუნქტია რეგიონში.

XS
SM
MD
LG