Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მედიის საწინააღმდეგო კანონს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მის მთავრობას უიოლებს მარტივად დახუროს მედიასაშუალებები, კერძოდ ისინი, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. აზერბაიჯანის კანონის დამატების თანახმად, ყველა მედია საშუალება, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას ან შემჩნეულია ცილისწამებაში წელიწადში ორჯერ, შეიძლება სასამართლოს ძალით დაიხუროს. პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ, 16 დეკემბერს, პოლიციამ გაჩხრიკა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო, კონფისკაცია გაუკეთა კომპიუტერებს და თანამშრომლები რამდენიმე საათით გააჩერა ერთ ოთახში. შემდეგ ისინი დაკითხეს და ბიურო დაილუქა. პროკურატურის თქმით, რეიდი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის გამო გამოძიების ნაწილი იყო.

XS
SM
MD
LG