Accessibility links

ევროკავშირი უკრაინაში ომის გამო სანქციების გაფართოებას განიხილავს


ევროპის კავშირი განიხილავს წინადადებას, გაფართოვდეს იმ პირების სია, რომლებიც რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინის ომში არიან ჩართული. მათ სავიზო რეჟიმს დაუწესებენ და აქტივებს გაუყინავენ. ბრიუსელში დიპლომატები ამ თემაზე შეთანხმებას 4 თებერვლის საღამოსთვის გეგმავდნენ.სავარაუდოდ, სიაში არ მოხვდებიან რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები. ოფიციალურად სიას 9 თებერვალს დაამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG