Accessibility links

logo-print

საფრანგეთი არ გეგმავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, სულ მცირე, ამ ეტაპზე, არ გეგმავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან საბრძოლველად. თავის კანადელ კოლეგა, რობერტ ნიკოლსონთან ერად პრესკონფერენციაზე, დრიანმა თქვა, რომ ვფიქრობ, ამ კრიზისის პოლიტიკური მოგვარების გზა უნდა გამოვძებნოთო. 3 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ აპირებს ზურგი გაუმაგროს უკრაინას სეპარატისტებთან ბრძოლაში სასიკვდილო იარაღით.

XS
SM
MD
LG