Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერბერტ ზალბერის თქმით, არ არის ცნობილი, როგორი იქნება ევროკავშირის წარმომადგენლობა სოხუმში, „თუკი საერთოდ იქნება“


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება მომავალში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოხუმში, „თუკი საერთოდ იქნება“. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აფხაზეთიდან თბილისში დაბრუნებულმა ზალბერმა განაცხადა, რომ სოხუმში გამართულ შეხვედრებზე იყო „მხოლოდ წინასწარი საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პოტენციური გაფართოების თაობაზე“ და „სრულიად ღიაა საკითხი, ეს წარმომადგენლობა ოფისის სახით იქნება თუ რაიმე სხვა სახით.“ სოხუმში მისი ყოფნისას ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ შეხვედრებზე საუბარი იყო სოხუმში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე. ​

XS
SM
MD
LG