Accessibility links

logo-print

"კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, მათ შორის ერთს - დაუსწრებლად. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. 11 ყოფილი პოლიციელი 2 თებერვალს დააკავეს. იმავე დღეს პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2006 წლის მაისში თბილისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე. 12 პირს ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა, მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და განზრახ უკანონო დაკავება. დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ. წინა სასამართლო მოსმენა 26 მარტისთვის დაინიშნა.

XS
SM
MD
LG