Accessibility links

ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ნატოს 5 თებერვლის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარდგება საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაზე იმსჯელებენ "ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე", რომელიც სექტემბერში, უელსის სამიტზე იყო ინიცირებული. პაკეტი მოიცავს ზომებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინისტრები მიმოიხილავენ საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოს. ეს ცენტრი შემდგომ მოდერნიზაციაში დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

XS
SM
MD
LG