Accessibility links

logo-print

კიევში განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები


ევროპულ და ევროტლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კიევში შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოს ერთ-ერთი ურყევი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. დავით ბაქრაძემ და პავლო კლიმკინმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთის პარტნიორობის“ საიმიტის კონტექსტში და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობითვე, რიგის სამიტისადმი არსებულ მოლოდინსა და რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე საუბრისას დავით ბაქრაძემ და პავლო კლიმკინმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG