Accessibility links

logo-print

ავღანეთი: პაკისტანის საზღვართან 19 ექსტრემისტი იქნა მოკლული


ავღანეთის აღმოსავლეთიდან გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად მოკლული იქნენსულ მცირე 18 ექსტრემისტი და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი. ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლა მოხდა ნანგარჰარის პროვინციის ნაზიანის რაიონში, პაკისტანის საზღვართან ახლოს. როგორც იუწყებიან, შეტაკებაში დაიჭრნენ 26 ექსტრემისტი და უსაფრთხოების ძალების ორი წევრი. დაკავებულია ოთხი ექსტრემისტი, მათ შორის პაკისტანის მოქალაქეები. უსაფრთხოების ძალებმა ექსტრემისტებს ჩამოართვეს იარაღის და ასაფეთქებელი დანადგარების მარაგი. ადგილობრივი თემის უხუცესის ცნობით, შეტაკებისას დაიღუპა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე. ავღანეთის თალიბანმა 4 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომ მათ ჩამოაგდეს აშშ-ის ვერტმფრენი და ნაზიანის რაიონში დახოცეს და დაჭრეს ავღანეთის ათეულობით სამხედრო. ცნობა უარყვეს აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა.

XS
SM
MD
LG