Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მჭიდრო და აქტიურია


ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის დაწყებისას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ნატოს და საქართველოს თანამშრომლობა მჭიდრო და აქტიურია და ნატოელი მოკავშირეები ძალიან არიან მოწადინებულნი ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.“ სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფალ არჩევანს:„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მის სუვერენულ უფლებას აირჩიოს თავისი მომავალი, უსაფრთხოების სფეროში დამყარებული ალიანსების ჩათვლით.“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარდგება საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაზე იმსჯელებენ "ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე", რომელიც სექტემბერში, უელსის სამიტზე იყო ინიცირებული. პაკეტი მოიცავს ზომებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. მინისტრები მიმოიხილავენ საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოს. ეს ცენტრი შემდგომ მოდერნიზაციაში დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.

XS
SM
MD
LG