Accessibility links

ევროკავშირი შეთანხმდა ახალ სანქციებზე უკრაინასთან დაკავშირებით


ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა შეათანხმეს დამატებითი პირების და უწყებების სია, რომლებსაც უკრაინის კრიზისის გამო სანქციები შეეხება. ვრცელდება დიპლომატების სიტყვები, რომ სანქციები შეეხება კიდევ 19 ადამიანს, მათ შორის რუსეთის ხუთ მოქალაქეს და ცხრა ორგანიზაციას. სახელები ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, თუმცა სააგენტო როიტერსი ავრცელებს დიპლომატების სიტყვებს, რომ ახალ სიაში შესული პირებიდან თუ ორგანიზაციებიდან არც ერთი არაა „ძალიან მაღალი რანგის ან დიდი მნიშვნელობის“ მქონე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 9 თებერვალს გამართავენ შეხვედრას ამ ახალი სიის დასამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG