Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: საქართველოში გაიხსნება საწვრთნელი ცენტრი


ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს დაეხმარება თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციაში, რაც ნატოსთან დაახლოებასაც ნიშნავს. სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საქართველოში გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი: "ეს საწვრთნელი ცენტრია და არა სამხედრო ბაზა, იქ წვრთნებს და ვარჯიშებს ჩავატარებთ. ამ თხოვნით საქარტველომ მოგვმართა და თხოვნა დავაკმაყოფილეთ, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ საწვრთნელი ცენტრი ჩვენს პარტნიორობას განავითარებს და [გააღრმავებს] როგორც ქართველი, ისე ნატოელი და პარტნიორი ქვეყნებისსამხედროების უნარებსა და შესაძლებლობებს“. სტოლტენბერგის თქმით, ამ პროცესებში ნატოს ათზე მეტი მოკავშირე მონაწილეობს და მათგან რამდენიმემ საკუთარ წვლილზე დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურ და კონსტრუქციულ როლს ასრულებს ჟენევის მოლაპარაკებებზე, მის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან მიმართებით - თუმცა რუსეთის შესახებ იგივეს თქმა შეუძლებელია. ნატოს გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები, კონკრეტულად კი აფხაზეთის რეგიონთან ე.წ. შეთანხმების გაფორმება.

XS
SM
MD
LG