Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში 7 თებერვალს დასრულდება კომენდანტის საათი


ერაყის დედაქალაქში ღამით წლების განმავლობაში მოქმედი კომენდანტის საათი მიმდინარე კვირაში გაუქმდება. როგორც ოფიციალურმა პირებმა 5 თებერვალს განაცხადეს, პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ ბრძანება გასცა კომენდანტის საათი 7 თებერვალს გაუქმდეს. აბადის პრესმდივანმა, რაფიდ ჯაბორიმ განაცხადა, პრემიერმინისტრს სურს ცხოვრება რაც შეიძლება ნორმალურად წარიმართოს, საომარი მდგომარეობის მიუხედავადო. მისი თქმით, ეს არის ნაწილი „ტერორიზმისთვის და მის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის“ გაცემული პასუხის. კომენდანტის საათმა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, 2004 წლიდან მოქმედებს, ვერ აღკვეთა ხშირი თავდასხმები ბაღდადში. აბადის ოფისის განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ასევე ბრძანა გაიხსნას ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქუჩა, რათა მოქალაქეების გადაადგილებას შეეწყოს ხელი.

XS
SM
MD
LG