Accessibility links

logo-print

იორდანიის თვითმფრინავებმა დაბომბეს ექსტრემისტების პოზიციები სირიაში


იორდანიის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები მიაყენეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს სირიაში, რის შემდეგაც გადაუფრინეს ექსტრემისტების მიერ წამებით მოკლული იორდანელი მფრინავის მშობლიურ ქალაქს. იორდანიის მეფე აბდულა მფრინავის ოჯახში მისასამძიმრებლად იმყოფებოდა და სამგლოვიარო ცერემონიაზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, როცა მათ თავზე თვითმფრინავებმა ჩაიქროლეს. მანევრი განხორციელდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ჩანს დატყვევებული იორდანელი მფრინავის, მუათ ალ-კასაესბეჰის ცოცხლად დაწვა. იორდანიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სირიაში საჰაერო რეიდების დეტალებს მოგვიანებით გაამხელენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა იორდანია იუწყება ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებზე შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციების ჩარჩოებს მიღმა.

XS
SM
MD
LG