Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: პრეზიდენტი ობამა მალე გადაწყვეტს, მიაწოდოს თუ არა საბრძოლო იარაღი უკრაინას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა მალე გადაწყვეტს, მიაწოდოს თუ არა უკრაინას საბრძოლო იარაღი, რათა შეჩერებულ იქნეს სეპარატისტების სამხედრო თავდასხმითი ოპერაცია, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ შინაარსის განცხადება კერიმ გააკეთა კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე კერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ცდილობს უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებას. კერის თქმით, მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, უკრაინიდან გაიყვანოს სამხედროები და შეიარაღება და მეამბოხეები აიძულოს უერთგულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიევში ვიზიტით მყოფმა კერიმ ასევე განაცხადა, აშშ-ს სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ „ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ საზღვარს რუსეთის ტანკები კვეთს“ უკრაინის მიმართულებითო.

XS
SM
MD
LG