Accessibility links

logo-print

ნატოს წევრები შეთანხმდნენ აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის გაძლიერებაზე


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ დაუყოვნებლივ შექმნიან ექვს ბაზას აღმოსავლეთ ევროპაში და სწრაფი რეაგირების 5000-კაციან ავანგარდს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის შემდეგ აღნიშნა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი და ბრიტანეთი გაუძღვებიან სწრაფი რეაგირების ავანგარდის შექმნის პროცესს. სტოლტენბერგი განმარტავს, რომ სწრაფი რეაგირების შენაერთები ორიდან შვიდ დღემდე პერიოდში შეძლებენ კრიზისის საპასუხოდ განთავსებას. სარდლობისა და კონტროლის პირველი ექვსი მრავალეროვანი შენაერთი ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში განთავსდება. მთლიანობაში, ნატო 30 ათასამდე გაზრდის მუდმივი მზადყოფნის სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებსაც ამჟამად 13 ათას კაციანი კონტინგენტი ჰყავთ.

XS
SM
MD
LG