Accessibility links

logo-print

ყირიმში გახსნეს იალტის კონფერენციის მონაწილეთა ძეგლი


ყირიმში გახსნეს იალტის კონფერენციის მონაწილეთა - იოსებ სტალინის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრენკლინ რუზველტის - ძეგლი. ბრინჯაოს 10-ტონიანი სკულპტურის ავტორია ზურაბ წერეთელი. ძეგლი გაიხსნა ქალაქ იალტაში საბჭოთა დიქტატორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. ყირიმში, რომლის ანექსიაც რუსეთმა შარშან მარტში მოახდინა, ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი. 1945 წლის თებერვალში, იალტის კონფერენციაზე სამი ქვეყნის ლიდერები მსჯელობდნენ ევროპის მოწყობაზე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ძეგლს აპროტესტებენ ყირიმელი თათრები, რომლებიც სტალინის გამოსახულების დადგმაში ხედავენ ყირიმში ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის გამწვავების საფრთხეს. 1944 წელს სტალინმა გასცა ბრძანება 180 ათასამდე ყირიმელი თათრის შუა აზიაში მასობრივი დეპორტაციის შესახებ. დეპორტირებულების დიდი ნაწილი ყირიმში მხოლოდ 1980-90-იან წლებში დაბრუნდა. ბევრი მათგანისთვის მიუღებელია უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ.

XS
SM
MD
LG