Accessibility links

ოლანდი და მერკელი მოსკოვში პუტინს შეხვდებიან


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული ვითარების განსახილველად. ერთი დღით ადრე საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები კიევში იყვნენ ჩასულები, სადაც მათ ახალი სამშვიდობო გეგმა განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ასევე ჩასული იყო კიევში, განაცხადა, რომ ამერიკას პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრა სურს, მაგრამ, ამავე დროს, ვერ დახუჭავს თვალს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

XS
SM
MD
LG