Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას არ წარადგენს


"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტისათვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტს წარუდგინა ის კრიტერიუმები, რითაც მან უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს. „რაც შეეხება ჩვენს მიერ კანდიდატურის შეთავაზებას, ამას არ ვგეგმავთ, რადგან ეს იქნება პოლიტიკური შეთავაზება. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი რამ სწორი არ იქნება", - განაცხადეს ნაციიონალურ მოძრაობაში.

XS
SM
MD
LG