Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება უსაფრთხოების 51-ე საერთაშორისო კონფერენციას მიუნხენში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების 51-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. პრემიერის თანმხლებ დელეგაციაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება და გამართავს რამდენიმე შეხვედრას, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და სენატორ ჯონ მაკკეინთან. საქართველოს დელეგაცია თბილისში 9 თებერვალს დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG