Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ირანის ჯაშუშობაში ბრალდებით ორი აზერბაიჯანელი გაასამართლეს


ბაქოს სასამართლომ ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი აზერბაიჯანელი სცნო დამნაშავედ სახელმწიფო ღალატის მუხლით, ფაიყ ყურბანოვსა და სეიმურ რზაზადეს 14 და 13 წლის პატიმრობა მიესაჯათ. გამომძიებლების თანახმად, ორი პირი ირანის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა. აზერბაიჯანმა 2012 წელს დააპატიმრა არაერთი მოქალაქე ჯაშუშობისთვის. ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ირანთან კავშირში ბრალდებით ბაქოში დააპატიმრეს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ აზერბაიჯანში თავდასხმების მოწყობის მომზადებაში.

XS
SM
MD
LG